,,გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში აღარ მეგულება”- მამუკა მდინარაძე

,,ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ლაპარაკობს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც  ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ვისაც გინდათ, ნებისმიერს რუსეთის აგენტს დაუძახებს და ყველაფერს იკადრებს. ამიტომ, გიორგი ვაშაძე რას აკეთებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გადაჭარბებულ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს და ვითომ პიარს იკეთებს, რომელსაც შედეგი არ აქვს. უშედეგობის ავტორია ეს ადამიანი. მისი ხაზი იმიჯის დაზიანების მცდელობაა. რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები