რუსეთის აეროდრომებზე იერიშის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს რიაზანისა და სარატოვის ოლქებში ორ აედრომზე უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 4 დაშავდა.

რუსეთის განმარტებით,  უკრაინის დრონები მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. მათივე თქმით,  დაზიანდა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი.

 

მსგავსი თემები