,,კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ დაგამთავრათ”- ირაკლი ზარქუა

,,კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები   ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები არიან.

„რაც მოხდა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახისა და ახლობლების წინაშე სამძიმარს ვამბობთ. აი, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები. ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელიც თავისმა ბელადმა მიაჩვია, რომ თვითონ თავი რომ გადაერჩინა, იმ წამსვე დასრულებული არ იყო 10 კაცი, 100 კაცი უნდა დაეკავებინა, მტყუან-მართალი ჩაეგდო ციხეში. ეს იყო ამათი სტანდარტი, ეს იყო ამათი მაგალითი. გამოძიება მიმდინარეობს, ბატონებო და ვინც არის დამნაშავე, ყველა ვნახავთ და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ამ ტონალობაში ვილაპარაკოთ. მანამდე, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის მარაზმი,მეტი არაფერი. არ მინდა კიდევ ამ ტონალობას გავცდე, რადგან ოჯახს ვცემ პატივს. უბრალოდ, ერთი რამ მინა ვთქვა – კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ. ყველანაირად გინდათ ის გაანეიტრალოთ, მაგრამ არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო რაც თქვენ გააკეთეთ იქ და მერიასთან მიაგზავნეთ ბავშვები. 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ. ეს არის თქვენი სახე, ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, ხალხმა იცის, რომ ეს არის ტრაგედია, ხალხმა იცის, რომ რაც მოხდა, იმაზე ოჯახის შემდეგ კახა კალაძე განიცდის ყველაზე მეტად და მთელი მერია. ამას გრძნობს ხალხი და ამიტომაც დადიხართ ხელმოცარულები, მათ შორის, პოლიტიკურად. ეს არის ის, რაც არ გასვენებთ. პოლიტიკურ მოუსავლეთში ხართ და რამენაირად თქვენ ამომრჩეველს გინდათ მუხტი გაუღვიძოთ. არ გამოგდით იმიტომ, რომ არასწორ არგუმენტებზე დგახართ, უსამართლოდ დგახართ. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ასე იქნებით პოლიტიკურად მიჩაჩანაკებული. ტრაგედიებზე მონადირენი ხართ! როგორ არ გრცხვენიათ?! რამე წმინდა არ გაგაჩნიათ, კაცო? თქვენ ოღონდ ჩაქოლოთ, ოღონდ კუთხეში მოამწყვდიოთ, მაგრამ არ გამოგდით. მერამდენედ აკეთებთ ამას კახას მიმართ, მაგრამ არ გამოგდით და არც მომავალში გამოგივათ. ბოდიშს ვიხდი კიდევ იმ ოჯახის წინაშე ასეთი სამარცხვინო სურათის მომსწრენი რომ არიან“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები