ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებული ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს.

მსგავსი თემები