,,სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა”- არჩილ თალაკვაძე

,,სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით”,-  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ ცვლილებას  600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 – მა დაუჭირა მხარი.

,,სინამდვილეში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე, სადაც ეს რეზოლუცია იყო ინიციირებული და განხილული, მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში,რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 – მა დაუჭირა მხარი, ამ საკითხს ჰქონდა ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა იმ მომენტში, ვიდრე რეზოლუციას, საერთო რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით, ეს გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი :„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“.

მსგავსი თემები