ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით,უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია შეიქმნება.  EUMAM Ukraine -ს მისია უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას.

,,მისიის მიზანია დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, რათა ეფექტურად ჩაატარონ სამხედრო ოპერაციები, რათა უკრაინამ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

მისიის მანდატი თავდაპირველად ორი წლით განისაზღვრება და მთლიანი ამ პერიოდის ხარჯი თითქმის 107 მილიონი ევრო. ევროკავშირის საბჭომ ასევე გადაწყვიტა კიდევ 500 მილიონი ევრო გამოყოს, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მიზნით.

„უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMAM Ukraine გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს და განახორციელებს წევრი ქვეყნების აქტივობების კოორდინაციას და სინქრონიზაციას, რომელიც რომლებიც ხელს შეუწყობენ წვრთნების ჩატარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები