,,მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, არ მაინტერესებს”- ლაშა ფურცხვანიძე

„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“- ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს,  ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. მისი თქმით, შადრევანში ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო.

,,შემოწმებული ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული, დამატებითი, კონკრეტული კითხვები კითხეთ გამოძიებას,”- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, ფურცხვანიძემ უპასუხა: ,,ყველგან არის ეს წყალში, რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია, იტალიელი სპეციალისტების, მიდით და გადაიღეთ, არ გაინტერესებთ თქვენც?”.

მსგავსი თემები