რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ამჯერად, იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. შედეგად კი ასობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„რუსი ტერორისტები კვლავ დაესხნენ თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამ ოლქში. კერძოდ, დაფიქსირდა კიევში დრონებით ხუთ დარტყმა. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლი, ასევე აგრესორმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში. იერიშის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.

 

მსგავსი თემები