კიევზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

12:25 საათის მონაცემებით მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქს დღეს დილით 28 დრონით შეუტიეს. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.

მსგავსი თემები