,,ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს“– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის.

„დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, რაც ხდება ევროპაში, რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, დღეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში. ის, რაც ხდებოდა ამ დილით. ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული სუვერენობის წინააღმდეგ. კიევის დაბომბვა, ასეთი უმკაცრესი ქმედებები მოქალაქეების წინააღმდეგ – ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელი არის თანამედროვე მსოფლიოში. მიუღებელი არის ევროპაში, მიუღებელი არის ჩვენთვის, ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის. რუსეთის აგრესია არის ერთის მხრივ არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმი არის დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც იყო ომების საუკუნე და ტოტალიტარიზმის საუკუნე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

მსგავსი თემები