კლინიკების ნაწილს, სადაც ექიმების თანხები მიითვისეს, თანხა ამ ეტაპისთვის არ დაუბრუნებიათ

​კოვიდპანდემიის პერიოდში, კლინიკების მხრიდან სამედიცინო პერსონალისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტებზე კვლევა ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია კლინიკები, სადაც  პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მითვისება ხდებოდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სამინისტრო მათ დასახელებას თავს არიდებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რამდენიმე კლინიკამ დავალიანება გადაიხადა, ნაწილმა კი – არა.

„ამ ეტაპისთვის, ვერც თანხას დავასახელებ და ვერც კლინიკებს. როცა დავა გადაწყდება, ოფიციალურად გეცნობებათ. ჩვენ იმ კლინიკების სია გამოვაქვეყნეთ, რომლებმაც კოვიდდანამატები ექიმებს არ გადაუხადეს. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე კლინიკამ უკვე გადაიხადა, სხვა კლინიკებთან შეთანხმება მიმდინარეობს და ეს თანხები სრულად იქნება გადახდილი. რაც შეეხება სამართლებრივ დავას, ამ მიმართულებით აუდიტის სამსახური მუშაობს და ყველა შემთხვევაზე ინფორმირებული იქნებით“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი კლინიკების შემოწმება იყო. მინისტრის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ კლინიკებს მხრიდან ადგილი ჰქონდა თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და მითვისება. კლინიკებში კვლევა ამ დრომდე გრძელდება.

 

მსგავსი თემები