,,კიევზე თავდასხმისას ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, არის მნიშვნელოვანი ნგრევა”- ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას ერთ-ერთი ირანული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა.  მისი თქმით, რუსეთის სამიზნე კიევში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო.

„დრონების დიდი ნაწილი კიევის ოლქშივე ჩამოაგდეს, თუმცა ზოგიერთმა დრონმა კიევამადე მიაღწია. მიზანი იყო კიევის ცენტრში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ერთ-ერთი დრონი მოხვდა საცხოვრებელ სახლს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა. ადგილზე მუშაობენ მაშველები. მას შემდეგ, რაც ნანგრევები გაიწმინდება, მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი“, – განაცხადა გერაშენკომ.

ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით,  ადგილზე მუშაობენ მაშველები.

მსგავსი თემები