ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ.

„აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რათა ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევის ცენტრში უნდა იდგნენ. ამ მკვლელი აგრესიის ორგანიზატორები, წამხალისებლები და ფასილიტატორები ვერ უნდა დაუსხლტნენ მართლმსაჯულებას უბრალოდ იმიტომ, რომ​ საერთაშორისო იურისდიქციაში ხარვეზი არსებობს“, – აცხადებენ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მათივე განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, რათა უზრუნველყოს, რომ სამართლისა და ანგარიშვალდებულების დადგენა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულისთვის.

„წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვისკენაც ყველა ვისწრაფვით, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი დარჩება ის ქმედებები, რომლებიც ამ წესრიგს ყველაზე აშკარად არღვევენ – გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და აგრესიის დანაშაული“, –  ნათქვამია სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა ერთობლივ განცხადებაში.

 

 

 

 

მსგავსი თემები