გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „იუნისეფის” ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა. მათივე ცნობით, რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე მეტად რუსი და უკრაინელი ბავშვები დაზარალდნენ.
„უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უმძიმესი ტვირთი ბავშვებს აწვება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გაზრდილი რაოდენობის თითქმის სამი მეოთხედი რუსეთზე მოდის. უკრაინაში კი სიღარიბეში ნახევარი მილიონი ბავშვი აღმოჩნდა.