რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა  დღეს დილით უკრაინის დედაქალაქი დაბომბეს.  მისი თქმით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა.

“ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!” – განაცხადა კლიჩკომ.

მსგავსი თემები