,,რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება თავისუფლებას, თუ უკრაინაში იომებენ”-ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ 2 000 პატიმარი იბრძვის.

„ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელის ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ. მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. აი, ამგვარად ასპონსორებს ტერორს. ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება მათ გათავისუფლებას, თუ ისინი გააგრძელებენ მკვლელობას. ვინმეს მსოფლიოში კიდევ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული ტერორისტ სახელმწიფოდ? მგონი, არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები