„ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდით, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – ბრიგადის მეთაური

უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი წერტილიდან,“ ქალაქ მარიუპოლოში მდებარე „აზოვსტალის ქარხნიდან“ ბრიგადის მეთაური გზავნილს ავრცელებს, სადაც ჯოჯოხეთურ მდგომარეობაზე საუბრობს.

„თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში აღმოვჩნდი, სადაც ჩვენ, სამხედროები ვართ, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას გადარჩენისთვის, მთელი მსოფლიო კი უბრალოდ თვალს ადევნებს საინტერესო სიუჟეტს“ – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა.

მოსი ინფორმაციით, ყველაფერი ისეა, როგორც ფილმში ხდება, თუმცა, ეს რეალობაა.

„ასეთი სცენარები, როგორშიც ჩვენ ვართ ფილმებსა და სერიალებში გამოიყენება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს ფილმი არ არის და არც ჩვენ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს რეალური ცხოვრებაა. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლები, შიში, სიკვდილი – ყველაფერი რეალურია… მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ მაღალი ძალები იპოვიან გამოსავალს ჩვენი გადარჩენისთვის და ეს ჯოჯოხეთური რეალითი-შოუ დასრულდება. მაღალო ძალებო, ჩვენ ველით თქვენი ქმედებების შედეგებს. დრო გადის, დრო კი ჩვენი სიცოცხლეა“, – წერს ვოლინა.

მისივე თქმით,  მარიუპოლის გარნიზონმა გააკეთა ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის.

 

მსგავსი თემები