რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.

დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა.

მსგავსი თემები