გერმანია უკრაინას ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

,,რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – ნათქვამიას გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები