,,უკრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ – ეს ზამთარი რთული იქნება”- დენის შმიგალი

,,უკრაინელები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ,” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დააგროვა საკმარისი რაოდენობის ენერგორესურსები, მოამზადა ქსელები და  შეიძინა დამატებითი აღჭურვილობა.

„ნუ გავალამაზებთ რეალობას, ეს ზამთარი რთული იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, საფუძვლიანად მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საჭირო ელემენტარული ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, სანათები, ე.წ. ბატარეები. მნიშვნელოვანია ამის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სინათლე ან სითბო გაქრება მასიური სარაკეტო შეტევების შედეგად“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი თემები