ნაძვის ხისთვის ადგილის შეცვლას თბილისი მერიაში არ განიხილავენ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, საახალწლო ნაძვის ხის სხვა ადგილას დადგმა არ იგეგმება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში  განუცხადეს, ამ საკითხზე მსჯელობა მერიაში ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თუმცა, საახალწლო განათებების მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციუალდ დაიდგმება თავისუფლების მოედანზეც.

შეგახსენებთ, რომ აქციებს, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მართავენ ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებული სამუშაოები შეაფერხა. აქციის მონაწილეები ნაძვის ხის სხვა ადგილას დადგმას მოითხოვენ.

მსგავსი თემები