,,ყოველთვის გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს საქართველოში”- კელი დეგნანი

„ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, აშშ ეხმარებოდა საქართველოს, რათა ყოფილიყო უფრო უსაფრთხოდ.

„ჩვენ ყოველთვის ცხადად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ვაცხადებთ, რატომ ზრუნავს აშშ საქართველოზე და რას აკეთებს აშშ საქართველოში. 30 წლის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში, ჩვენ ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს, რათა ყოფილიყო უფრო უსაფრთხოდ, უფრო მომზადებული საქართველოს საზღვრების დასაცავად, რომ ყოფილიყო ეკონომიკა უფრო დივერსიფიცირებული და განვითარებული, ყოფილიყო მეტი სამუშაო ადგილი, განვითარებულიყო განათლების სისტემა, განვითარებულიყო ჯანდაცვის სისტემა, ასევე, ვეხმარებოდით საქართველოს, რომ გაეგრძელებინა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რომელიც დაიწყო ასი წლის წინ, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა. საქართველო უკვე იყო ძლიან პროგრესული დემოკრატია 1918 წელს და ახლა თქვენ ამ სამუშაოს ისევ სწევთ.

აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას, რომ აეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს უმრავლესობას სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, რათა საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს, რაც ასევე სურს საქართველოს დიდ უმრავლესობას. საქართველოს პარლამენტის წევრების და პოლიტიკური ლიდერების მაქსიმალური ფოკუსირება უნდა მოხდეს, რომ მიღწეულ იქნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის.

საქართველომ ბევრი რამ გააკეთა და შეასრულა ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენ ხელშია, მაგრამ საქართველოს ლიდერებმა ასპროცენტიანი ფოკუსირება უნდა მოახდინონ ამის მისაღწევად საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან სწორედ ეს სურს საქართველოს მოსახლეობას. აშშ ფოკუსირებულია, დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს ამას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები