თსუ-ს რექტორის პოზიციის დასაკავებლად, არჩევნები 20  ოქტომბერს გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, რომელიც ამჟამად ვაკანტურია, არჩევნები 20 ოქტომბერს ჩაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭო, მიიღო.

რეგისტრაცია 11 ოქტომბრის 10.00 საათზე დაიწყება და 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე გაგრძელდება. კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.

მსგავსი თემები