,,შეძრწუნებული ვარ რუსეთის დარტყმებით უკრაინაში, ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება.

,,შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს. დაბომბავის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი.

მსგავსი თემები