,,ხალხის ძალის” განცხადებებს პრორუსულს ვერ დავარქმევდი”- ანრი ოხანაშვილი

„ხალხის ძალის” განცხადებებს პრორუსულს ვერ დავარქმევდი – შეკითხვის დასმის უფლებაზე თუკი ვიტყვით რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული ყოფილა, რაც აბსურდია, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ხალხის ძალის” განცხადებას.

მისივე თქმით, ზრის ქონის და თავისუფლად გამოხატვის უფლება ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აქტივობებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი წესით ისედაც საჯარო უნდა იყოს და ვფიქრობ, არავითარი პრობლემა იმაში, თუ ეს გასაჯაროვდება, არ უნდა იყოს. ეს ორგანიზაციები უნდა საქმიანობდნენ გამჭვირვალედ.

აშშ -ის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, ეს უკვე აშშ- ის საელჩოზეა დამოკიდებული როგორ გამოეხმაურებიან და მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას დაფინანსების გასაჯაროებაში. „ხალხის ძალას” განცხადებები, მე რაც მაქვს მოსმენილი და ნანახი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავარქმევდი პრორუსულ განცხადებებს, როგორც ამას თქვენ ეძახით. შეკითხვის დასმის უფლებაზე თუკი ვიტყვით, რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული ყოფილა, რაც აბსურდია.

კითხვის დასმის, აზრის ქონის და თავისუფლად გამოხატვის უფლება ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და რუსეთში ამ უფლებას უზღუდავენ, საქართველოში ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა ყველას აქვს,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

,,სარგებელი, რომლის მიღებაც საელჩოს საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის”- ,,ხალხის ძალა” – (mcm.ge)

მსგავსი თემები