„მძიმე დილაა, საქმე გვაქვს ტერორისტებთან – გახსოვდეთ, რომ უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტებს  ორი სამიზნე აქვთ, ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკრაინელი ხალხი.

„მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები მთელი ქვეყნის მაშტაბით – კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სახელმწიფოს სამხრეთი. ისინი ისწრაფვიან პანიკის და ქაოსის დათესვისკენ, სურთ, გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. მეორე სამიზნე ხალხია. შეგნებულად აირჩიეს ასეთი დრო, ასეთი სამიზნეები, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ. მაგრამ, ჩვენ უკრაინელები ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა. მტერს უნდა, გვეშინოდეს, რომ ხალხი გაიქცეს. მაგრამ ჩვენ მივრბივართ მხოლოდ წინსვლისთვის და ამის დემონსტრირებას ბრძოლის ველზე ვახდენთ. დღეს, გთხოვთ, იყავით თავშესაფრებში. ჩვენი სამხედროების წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. დაიცავით უსაფრთხოების წესები და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები