,,დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ გვჭირდება”- იაგო ხვიჩია

,,დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ გვჭირდება, რადგან ამის პრობლემა ქვეყანას საერთოდ არ აქვს. საქართველოს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა აქვს,”– ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ,,პრობლემას ქმნის არა ის, რომ ვიღაცას აქვს ფული, არამედ ის, რომ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება“.

„პრობლემა სწორად უნდა დავაიდენტიფიციროთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ვებრძოლოთ, ოლიგარქებს არ ვებრძოლოთ. ეს კარგად გასააზრებელია. კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ პირად დამოკიდებულებას გვერდით გადავდებთ და გადაწყვეტილებას ჩვენი დასავლური ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ბიძინა ივანიშვილი მდიდარი ადამიანია და მდიდარ ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს იმის გამო, რომ მდიდრები არიან. ნებისმიერ ადამიანთან პრობლემა მაქვს მაშინ, როცა მას ერთპიროვნული ძალაუფლების შესაძლებლობა აქვს და თუ ქვეყანა ისეთი იერარქიით იმართება, სადაც ერთ კაცს ყველაფრის უფლება აქვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი კაცი მილიონერია, თუ არამილიონერი. პრობლემას ქმნის არა ის, რომ ვიღაცას აქვს ფული, არამედ ის, რომ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები