რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

„დილით აგრესორმა 75 რაკეტა ისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს თანამოქალაქეების დასაცავად. მტრის შეტევა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში!“- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.

 

მსგავსი თემები