ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასი ნახევრდება

3 სექტემბრიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის 50%-ით შემცირდება.

ფასდაკლება შემდეგ მედიკამენტზებზე გავრცელდება:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ; ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

მედიკამენტების 50%-იანი  ფასდაკლებით მისაღებად  პირმა  ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს და ფორმა N100 უნდა აიღოს. შემდეგ კი მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში რეგისტრაცია გაიაროს, რის შემდეგაც, სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ერთჯერადად, მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა მიიღოს.

მსგავსი თემები