,,შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“ – სალომე ზურაბიშვილი

,,შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა,”– ასე ეხმიანება  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს.

„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები