რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვიც დაბომბეს

რუსების საოკუპაციო ძალებმა ხარკოვიც დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერი თავს ესხმის ხარკოვს, ქალაქში აფეთქებებია, თავს გაუფრთხილდით და თავშესაფრებში დარჩით“, – აღნიშნავს სინეგუბოვი.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მსგავსი თემები