კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა – დაშავდა 24

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის,  კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ დაწერა, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მსგავსი თემები