,,მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

ალიევი თქმით, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი.

„მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა სამმხრივ ფორმატში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი თემები