“მადლობელი ვარ თქვენი, სიყვარულისთვის”- საქართველოს პატრიარქი

“ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა.

პატრიარქმა ქართველ ერს მადლობა გადაუხადა და ბრძანა, რომ დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა.

„დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “,- ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. უწმინდესის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

მსგავსი თემები