თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ესტუმრება

5-7 ოქტომბერს, საქართველოში აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის. შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი თბილისში, კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, კონფერენცია ბიოუსაფრთხოებას მიეძღვნება

“შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითად დაკვირვებებს გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე COVID-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდივნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს” , – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ღონისძიების ერთ-ერთი ჩართული მხარე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრია.

 

მსგავსი თემები