,,შესაძლოა რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთში შესაძლოა კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს, რომელსაც მხარს ბევრი ადამიანი დაუჭერს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეკომპანია ”ეიბისი ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

,,არის სიგნალი, რომ შესაძლოა რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაგნერის ამბოხმა  პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა.

უკრაინის პრეზიდენტმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პრიგოჟინი, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, არ იცის.

 

მსგავსი თემები