უკრაინის ქალაქ ბალაკლიაში სასწრაფოს მანქანა ნაღმზე აფეთქდა – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტებისგან ერთი თვის წინ გათავისუფლებულ ბალაკლიაში აფეთქება მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა.

უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი  მძიმედ დაშავდა.

ადგილზე დაიღუპა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი, ხოლო ექიმმა დამწვრობა და ტვინის შერყევა მიიღო.

მსგავსი თემები