ტყვეობიდან გათავისუფლებული„აზოვის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

  უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს 215 უკრაინელი სამხედროს გათავისუფლება. მათგან 108 „აზოვის“ პოლკის წევრია, ნაწილი კი პოლკის მეთაური. ისინი ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მოხვდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ხუთი გათავისუფლებული სამხედრო მეთაური, მათ შორის „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ზელენსკის თქმით, ასეთი იყო ტყვეთა გაცვლის პირობები. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან. გათავისუფლებულებს შორისაა უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნების 10 მოქალაქე.