,,შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მათ ჯამი გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“- შალვა პაპუაშვილი

,,არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს, ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებულ პროევროპულ მოძრაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის.

„საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“. ამ მხრივ არაფერი ახალი არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის. ეს გუნდი ყოველთვის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

,,ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან”- გიორგი ვაშაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები