,,ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან”- გიორგი ვაშაძე

„ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან“ და მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს ხალხს,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლელოს“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა და ეს უნდა იყოს პოლიტიკურ- საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო პროევროპული მოძრაობა, რომელშიც ვთანამშრომლობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, სიღრმისეული თანამშრომლობა გვაქვს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა, ეს უნდა იყოს პოლიტიკურ- საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომ ჩიხში მყოფი საქართველო გადარჩეს ამ პრორუსული ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაშია. ეს ვერ იქნება კოალიცია, დღეს არჩევნები არ არის, დაელოდეთ, ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიაა ყოველდღიური ქმედებები და არა წინასწარი განცხადებები,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები