,,მოედნის გარეთ დიდი სკანდალი მოხდა”- თურქეთის ნაკრების მწრთვნელი

საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების  მწვრთნელმა ჰაკან დემირმა სკანდალური განცხადებას გააკეთა.

დემირის თქმით,  გასახდელში ფურქან ქორქმაზს თავს ქართველი კალათბურთელები და დარბაზის დაცვის თანამშრომლები დაესხნენ. ამასთან, მისი თქმით, მატჩი 22 წამით ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ორივე საკითხზე ისინი ბრძოლას აპირებენ.

,,დღეს ქართველმა კალათბურთელებმა და დარბაზში დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა უპატივცემულობა გამოიჩინეს. ჩვენ ყველა კამერის ჩანაწერს შევამოწმებთ. აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა სხვა რამისთვის. ასე რომ, ყველაფერი მოედანზე უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოედნის გარეთ დიდი სკანდალი მოხდა. სპორტის სულისკვეთებას ასეთი რამ არ უხდება. დღეს კალათბურთის თამაში უნდა გამართულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რაც მოხდა, კალათბურთს გასცდა. საქართველოში კიდევ ორი ​​თამაში გვაქვს დარჩენილი, სამწუხაროდ, რაც დღეს დარბაზის დერეფნებში მოხდა, სპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. უფრო ჯენტლმენურ მოპყრობას ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც ძმები, ეს ქვეყანა თავად ავირჩიეთ, მაგრამ სხვა რამ მივიღეთ. მოედანზე გაიმართა კალათბურთის თამაში ორი ოვერტაიმით. ხან ჩვენ და ხან საქართველო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი კალათბურთელი ფურკან კორკმაზი დისკვალიფიცირდა, დარბაზის გვირაბში მოწინააღმდეგე გუნდის 3 მოთამაშე თავს დაესხა, დაცვის თანამშრომლებთან ერთად. ჩვენ აქ მატჩების სათამაშოდ მოვედით და არა კრივისთვის. ამიტომ, ჩვენ ძალიან გვაწუხებს დღეს არსებული უსაფრთხოების სისუსტე. ჩვენც მივყვებით ამ საკითხს,”- განაცხადა თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა.

მსგავსი თემები