კანადის სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ორი ეჭვმიტანილი, დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი გაიქცნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან. ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.