,,ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს”- დიმიტრი მედვედევი

,,დასავლელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით ისარგებლონ და რუსეთს დაშლისკენ უბიძგონ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი “ტელეგრამში“ წერს.

მედვედევის თქმით, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს.

“მაგრამ ასეთი მცდელობა მართლაც უკიდურესად საშიშია და მისი სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება. ეს “მეოცნებეები” განზრახ უგულებელყოფენ მარტივ აქსიომას: ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს, რომელშიც ცნობილია ზუსტად როდის იქნება ქიში და შამათი. კაცობრიობის განკითხვის დღე“, – აღნიშნა მედვედევმა.

მსგავსი თემები