რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა.
სანქციები 31 ორგანიზაციას შეეხო, რომლებიც გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურის ტერიტორიებზე ოპერირებდნენ. მათ შორისაა „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც”.
სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.