„არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ”- მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი.

მიშელის განცხადებით, ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება.

„არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა მოემზადებინა კონკრეტული წინადადებები, რათა დაეხმარონ წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 9 სექტემბერს შეხვდებიან ერთმანეთს საგანგებო სამიტზე.

მსგავსი თემები