,,თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას”- თორნიკე რიჟვაძე ხელოვნურ კუნძულზე

,,ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას,”- ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ.

„დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას. პროექტის, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დღიდან პროექტის დაანონსებისა, ბევრს არ სჯეროდა, ბევრი სკეპტიციზმი მოვისმინეთ, თუმცა, გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიებისა, გათვალისწინებით იმ ძალიან დიდი ნდობის და პროექტის მიმართ თავდადების, რასაც ჩვენ ვხედავთ ინვესტორის მხრიდან, ეს პროექტი აუცილებლად წარმატებით დასრულდება და თავის სიტყვას იტყვის როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბებით წარმოადგენს საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში არაერთხელ ისაუბრებენ როგორც ამ პროექტზე და ამ პროექტიდან გამომდინარე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე და ისაუბრებენ ძალიან კარგად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები