,,უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინას მეგობრებისგან მძიმე იარაღი მომავალ ზაფხულსაც დასჭირდება” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, „წლების განმავლობაში გაგრძელდეს“.

„სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინას ახალი მძიმე იარაღი ჯერ კიდევ დასჭირდება თავისი მეგობრებისგან“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მისიევე თქმით,  გერმანია უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„უკრაინა იცავს ჩვენს თავისუფლებასაც, ჩვენს მშვიდობასაც. ჩვენ მათ ვუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას და ამას გავაკეთებთ იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. წერტილი!“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები