,,ბევრს ჯერ კიდევ ეშინია “დათვის“ გაბრაზების, მაგრამ ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო რუსეთს ნაჩვენებია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი  აცხადებს, რომ , რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე  ყველა ”კოზირი” გამოიყენა. მისი თქმით, საჭიროა უკრაინის დახმარება გაიზარდოს.

,,ბევრს ჯერ კიდევ ეშინია “დათვის“ გაბრაზების, მაგრამ ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო რუსეთს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა, ნაჩვენებია. ყველა კოზირი გამოყენებულია. ყველაფერი დანარჩენი პროპაგანდაა. არ არის საჭირო გვეშინოდეს, დახმარება უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები