აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და მისი ახლომდებარე ტერიტორის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს

აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და მისი ახლომდებარე ტერიტორის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა და უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლის ქვეშ.

„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რუსეთი უნდა დათანხმდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ასევე დათანხმდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ატომურ სადგურზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რათა მათ სადგურის და სისტემის უსაფრთხოება გადაამოწმონ. ეს არის ის თემა, რომელიც ორი პრეზიდენტის საუბრის დროს იყო განხილული“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

 

მსგავსი თემები