,,კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა, მომრავლებულია იტალიური და მაროკოული კალიები”- ნიკოლოზ მესხი ,,მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა. მისი განმარტებით, მომრავლებულია  იტალიური და მაროკოული კალიები.

,,სააგენტო წლებია ახორციელებს კალიისებრი მავნებლის საწინააღდეგო ღონისძიებებს. ბოლო წლებში, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მავნებლის გავრცელების არეალი გაფართოვდა და ამჟამად აღნიშნული მავნებელი გვხვდება კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში. საუბარია ორ სახეობაზე, ეს არის იტალიური და მაროკოული კალია. სააგენტო სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს ამ ორი სახეობის საწინააღმედეგო ღონისძიებებს. მოცემული მომენტისთვის, 150 000 ჰექტარზე განვახორციელეთ მონიტორინგი და ჩვენი ჯგუფები მუდმივ რეჟიმში აფიქსირებენ მავნებლის გავრცელებს კერებს, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება უშუალოდ ღონისძიებების ჩატარების შესახებ. ამ დროისთვის, 93000 ჰექტარი არის უკვე დამუშავებული,”-  განაცხადა ნიკოლოზ მესხმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

დასავლეთ საქართველოს ფაროსანა შეესია, აღმოსვლეთს – კალია – ნიკა მესხი “მედიაცენტრ მთავარში” – (mcm.ge)

მსგავსი თემები